მეტროში შევდიოდი,როდესაც ახალგაზრდა ბიჭი მომიახლოვდა და სარეკლამო ფურცელი ე.წ „ფლაერი“ მომცა. როგორც წესი, სარეკლამო ქაღალდებს წაუკითხავად ვაგდებ,მაგრამ ამჯერად ნაგვის ყუთი ირგვლივ ვერსად შევამჩნიე და სარეკლამო ქაღალდიც ჩანთაში ჩავიდე. სახლში მისულმა პირველად გადავიკითხე „ფლაერი“:
იჩქარეთ,თქვენი სწავლა ფინანსდება!!!
„ბიზნეს სისტემა“ იწყებს უპრეცედენტო აქციის შემდეგ ეტაპს.მიიღებიან მოსწავლეები შემდეგი მიმართულებებით:
ბუღალტერია,საბანკო საქმე,მენეჯმენტი,ფარმაცია,ბიზნესის მართვა და ადმინისტრირება,ფსიქოლოგია,კომპიუტერული პროგრამები (საოფისე,ფოტოშოფი,ქორელი), ენები: ინგლისური,გერმანული,რუსული,იტალიური. აბიურიენტთა მოსამზადებელი კურსები (ყველა საგანი). არაბული ცეკვები,მასაჟის,სტილისტის,მანიკური-პედიკურის,ვიზაჟის,კბილის ტექნიკის კურსები.სწავლის საფასურს არ გადაიხდიან მსურველები,რომლებიც შემოიტანენ განაცხადებს 30ივლისამდე.
მის:ქ.თბილისი აღმაშენებლის 73 (ვარდების ბაღი) 11სთ-დან 17სთ-მდე
ტელ: 5 99 217 205; 2 98 40 18
„ფლაერის“ გადაკითხვის შემდეგ მივხვდი,რომ რაღაც არსებობს და საქართველოში ახალი პრეცედენტის აღმომჩენი გავხდი! დიახ,სწავლა უფასოდო,ვინც 30ივლისამდე განაცხადს შემოიტანსო! ზოგადად ქართველები ისეთი ერი ვართ „მუქთი კუბოც რომ იყოს,ჩავწვებით“ შესაბამისად მეც მოვინდომე უფასო სწავლა-განათლება და დამატებითი ინფორმაციისათვის მოცემულ ტელეფონზე დავრეკე: 2 98 40 18.
ტელეფონი ახალგაზრდა გოგონამ აიღო,რომელმაც თავიდან თავაზიანად დამიწყო საუბარი. ჩემ კითხვაზე იყო თუ არა სწავლა უფასო გოგონა მპასუხობს:
-იცით რაა?! სწავლა უფასოა,თუმცა სერთიფიქატის ასაღებად საჭიროა ყოველთვიურად გადაიხადოთ ინგლისურ ენაზე 20ლარი,ხოლო ბუღალტერიის შესასწავლ კურსებზე 50ლარი.
-სწავალ რამდენ ხანს გრძელდება?
-1წელი.
-თქვენ განცადებაში გიწერიათ,რომ “სწვლის საფასურს არ გადაიხდიან მსურველები,რომლებიც შემოიტანენ განაცხადებს 30ივლისამდე“
-გოგონა,კიდევ ერთხელ გიმეორებთ,რომ სწავლა უფასოა! (ყვირილით მესაუბრება)
-მაშინ სერთიფიკატი არ მინდა და უფასოდ მასწავლეთ!
-იცით რაააა?! (ხმა უწყდება და მაინც ყვირის) თქვენი საუბარი იწერება და ამის გამო შარში ყოფთ თავს!
-ანუ,სწავალ უფასო არაა?
-სწავლა უფასოა!
-მაშინ მასწავლეთ უფასოდ!
– ინგლისურზე 20ლარი,ხოლო ბუღალტერიაზე 50ლარი უნდა გადაიხადოთ ყოველთვიურად.
-მაშინ რანაირი უფასოა?
-უფასოა!
-ანუ თქვენთან სწავლება ფული ღირს?
-ტუ… ტუუ…ტუუ…
პ.ს საუბრის შემდეგ კი მივხვდი,რომ არც არაფერი არსებობს და არც უფასო სწავლების პრეცედენტის აღმომჩენი არ გავმხდარვარ. მეუბნებიან,რომ სწავლა უფასოა და ამავდროულად 20-50ლარის ოდენობის თანხა უნდა შევიტანო ყოველთვიურად. მატყუებენ,მლანძღავენ და თან მეუბნებიან რომ უფასოა! ვფიქრობ,ხალხის შეცდომაში შეყვანის გამო მსგავსმა დაწესებულებებმა პასუხი უნდა აგონ. სად არიან ამ დროს უფლებათა დამცველები,რომლებიც ჩემს,როგორც შეცდომაში შეყავნილი პირის უფლებებს დაიცავენ?
პ.პ.ს ჩემი პოსტი. წყარო: http://www.ireporter.ge/ara-matqhuarebs/