მე დავიბადე! ვიღაცამ ხელში ნიღაბი მომაჩეჩა და სცენაზე გამადგო…
-ღმერთო,რამდენი მაყურებელია! ახლა რა ვქნა?
-ითამაშე!
-ვთამაშობ,მაგრამ ტაშს არავინ მიკრავს…
-ტაშს არავინ დაგიკრავს,თუმცა ყველას მოსწონხარ! ითამაშე,არ გაჩერდე! ცხოვრების ბოლომდე ითამაშე! გახსოვდეს,ნიღაბი არასდროს მოიხსნა!
-კარგი,სულ ასე ვიქნები!
ვთამაშობ,აპლოდისმენტებს არავინ მიკრავს… თუმცა ყველას თვალში მე არაჩვეულებრივი ვარ! “სცენიდან ოდესმე ჩავალ? ოდესმე მაყურებლის ამპლუას მოვირგებ? მალე დამთავრდება სპექტაკლი?” ვეკითხები საკუთარ თავს და პასუხის მოლოდინში შესვენებაც ცხადდება.მე სახლში შევდივარ,სარკესთან ვჯდები და ნიღაბს ვიხსნი.უეცრად ვიღაც,ერთ-ერთი “მე” იწყებს ლაპარაკს სარკიდან: “იყავი პირდაპირი,უთხრას ადამიანებს ის,რასაც ფიქრობ!” მე ხომ ყოველთვის,ყველგან და ყველასთან ვთამაშობ? თუმცა ჩემთან (საკუთარ თავთან) არასდროს.ალბათ იმიტომ,რომ ამის საშუალებას/უფლებას მე არ ვაძლევ. სინამდვილეში ვინა ის ადამიანი,რომელიც გამუდმებით გეპირფერებათ და თავს გაყვარებთ? -ერთი ნაძირალა! დიახ,ნაძირალა,რომლიც თქვენს გრძნობებზე თამაშობს,რომელიც მხოლოდ “კარგი გოგოს” ნიღაბს ატარებს. რომელსაც არ უყვარხართ! მეტიც,ეზიზღებით,გამცირებთ,თქვენზე/თქვენით თამაშობს და ამით ყველაზე ბედნიერი ხდება! ის ჩემი მეგობარია.დიახ, ყველა “მე” ჩემი მეგობარია! ერთმანეთისაგან განსხვავებული: თბილიც დაცივებიც! რატომ ვმეგობრობ ამ ნაძირალასთან? ნუთუ რთულია ამ კითხვას პასუხი თავად გასცეთ? მეც ნაძირალა ვარ! თამაშობს ის და თავის “დაძენძილ” ნიღაბს მარგებს მეც! ბოლოს მეც ვამბობ: “თანახმა ვარ! ვიცხოვროთ ნიღბით! ” ასე განვაგრძობთ ცხოვრებას… შესვენება სრულდება და სცენას ვუბრუნდები. “საერთოდ იხსნით ნიღაბს?” -მეკითხება ვიღაც დარბაზიდან.”დია,ვიხდნით! ოღონდ მხოლოდ მაშინ,როცა მარტო ჩვენ ორნი ვრჩებით,მე და ის! ” ისევ სესვენებაა… სახლში შევდივარ,ნიღაბს ვხსნი…
-იცი? ასეთი მომწონხარ! უფრო ლამაზი ხარ!
-მეც მომწონხარ! შენ რეალური ხარ!
ჩვენ ვასრულებთ დიალოგს,ვიღებ ნიღაბს და მივიწევ სენისკენ, სადაც ტაშს არავინ მიკრავს… სადაც სპექტაკლს დასასრული არ უჩანს, რომ ფარდა ჩემს წინ დაეშვას…