მარიშკას ბლოგი

ჩვეულებრივი ბლოგი

  • ჩემ[ს] შესახებ
  • ჟურნალისტის ცხოვრება

„არა“-მატყუარებს!

Posted by Marishka on March 16, 2012
Posted in: საკითხავი. 3 comments

მეტროში შევდიოდი,როდესაც ახალგაზრდა ბიჭი მომიახლოვდა და სარეკლამო ფურცელი ე.წ „ფლაერი“ მომცა. როგორც წესი, სარეკლამო ქაღალდებს წაუკითხავად ვაგდებ,მაგრამ ამჯერად ნაგვის ყუთი ირგვლივ ვერსად შევამჩნიე და სარეკლამო ქაღალდიც ჩანთაში ჩავიდე. სახლში მისულმა პირველად გადავიკითხე „ფლაერი“:

იჩქარეთ,თქვენი სწავლა ფინანსდება!!!

„ბიზნეს სისტემა“ იწყებს უპრეცედენტო აქციის შემდეგ ეტაპს.მიიღებიან მოსწავლეები შემდეგი მიმართულებებით:

ბუღალტერია,საბანკო საქმე,მენეჯმენტი,ფარმაცია,ბიზნესის მართვა და ადმინისტრირება,ფსიქოლოგია,კომპიუტერული პროგრამები (საოფისე,ფოტოშოფი,ქორელი), ენები: ინგლისური,გერმანული,რუსული,იტალიური. აბიურიენტთა მოსამზადებელი კურსები (ყველა საგანი). არაბული ცეკვები,მასაჟის,სტილისტის,მანიკური-პედიკურის,ვიზაჟის,კბილის ტექნიკის კურსები.სწავლის საფასურს არ გადაიხდიან მსურველები,რომლებიც შემოიტანენ განაცხადებს 30ივლისამდე.

მის:ქ.თბილისი აღმაშენებლის 73 (ვარდების ბაღი) 11სთ-დან 17სთ-მდე

ტელ: 5 99 217 205; 2 98 40 18

„ფლაერის“ გადაკითხვის შემდეგ მივხვდი,რომ რაღაც არსებობს და საქართველოში  ახალი პრეცედენტის აღმომჩენი გავხდი! დიახ,სწავლა უფასოდო,ვინც 30ივლისამდე განაცხადს შემოიტანსო!  ზოგადად  ქართველები ისეთი ერი ვართ „მუქთი კუბოც რომ იყოს,ჩავწვებით“ შესაბამისად მეც მოვინდომე უფასო სწავლა-განათლება და  დამატებითი ინფორმაციისათვის მოცემულ ტელეფონზე დავრეკე: 2 98 40 18.

ტელეფონი ახალგაზრდა გოგონამ აიღო,რომელმაც თავიდან თავაზიანად დამიწყო საუბარი. ჩემ კითხვაზე იყო თუ არა სწავლა უფასო გოგონა მპასუხობს:

-იცით რაა?! სწავლა უფასოა,თუმცა სერთიფიქატის ასაღებად საჭიროა ყოველთვიურად გადაიხადოთ ინგლისურ ენაზე 20ლარი,ხოლო ბუღალტერიის შესასწავლ კურსებზე 50ლარი.

-სწავალ რამდენ ხანს გრძელდება?

-1წელი.

-თქვენ განცადებაში გიწერიათ,რომ “სწვლის საფასურს არ გადაიხდიან მსურველები,რომლებიც შემოიტანენ განაცხადებს 30ივლისამდე“

-გოგონა,კიდევ ერთხელ გიმეორებთ,რომ სწავლა უფასოა! (ყვირილით მესაუბრება)

-მაშინ სერთიფიკატი არ მინდა და უფასოდ მასწავლეთ!

-იცით რაააა?! (ხმა უწყდება და მაინც ყვირის) თქვენი საუბარი იწერება და ამის გამო შარში ყოფთ თავს!

-ანუ,სწავალ უფასო არაა?

-სწავლა უფასოა!

-მაშინ მასწავლეთ უფასოდ!

- ინგლისურზე 20ლარი,ხოლო  ბუღალტერიაზე 50ლარი უნდა გადაიხადოთ ყოველთვიურად.

-მაშინ რანაირი უფასოა?

-უფასოა!

-ანუ თქვენთან სწავლება ფული ღირს?

-ტუ… ტუუ…ტუუ…

პ.ს   საუბრის შემდეგ კი მივხვდი,რომ არც არაფერი არსებობს და არც უფასო სწავლების პრეცედენტის აღმომჩენი არ გავმხდარვარ. მეუბნებიან,რომ სწავლა უფასოა და ამავდროულად  20-50ლარის ოდენობის თანხა უნდა შევიტანო ყოველთვიურად. მატყუებენ,მლანძღავენ და თან მეუბნებიან რომ უფასოა! ვფიქრობ,ხალხის შეცდომაში შეყვანის გამო მსგავსმა დაწესებულებებმა  პასუხი უნდა აგონ.  სად არიან ამ დროს უფლებათა დამცველები,რომლებიც ჩემს,როგორც შეცდომაში შეყავნილი პირის უფლებებს დაიცავენ?

 

პ.პ.ს ჩემი პოსტი.  წყარო:  http://www.ireporter.ge/ara-matqhuarebs/

♥ გაუზიარე სხვას >

  • Facebook
  • Email
  • Print
  • Twitter
  • www.lastfm.ru
  • Digg
  • StumbleUpon
  • Reddit

Like this:

Like
Be the first to like this post.

ღია წერილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობას

Posted by Marishka on March 14, 2012
Posted in: საკითხავი. 6 comments

გამარჯობა!  მე ვარ აბიტურიენტი და ვფიქრობ,უარი უნდა ვთქვა თსუ-ში სწავლაზე,რადგან არ მინდა ჯანსაღი კრიტიკის გამო,   თქვენ, სტუდენტურმა თვითმმართველობამ, რომლებიც გამუდმებით ბღალავთ და ლაფში სვრით  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსის სახელს, მომავალი წლიდან წიხლქვეშ გამიგდოთ,მცემოთ და საბოლოოდ თსუ-ს  “ფეისბუკის” ჯგუფში,თავის მართლება დაიწყოთ,რომ დამნაშავე თქვენ კი არა, ის სტუდენტი არის,რომელთა წარმომადგენლებიც თქვენ ხართ და წესით მათ უფლებებსა და ინტერესებს უნდა იცავდეთ!

♥ გაუზიარე სხვას >

  • Facebook
  • Email
  • Print
  • Twitter
  • www.lastfm.ru
  • Digg
  • StumbleUpon
  • Reddit

Like this:

Like
One blogger likes this post.
  • Marishka

მოდელი ქართული შტრიხკოდით

Posted by Marishka on March 11, 2012
Posted in: საკითხავი. Leave a Comment

         “The best model of the year”-ასე ჰქვია კონკურსს,რომელიც პირველად საპროდიუსერო კომპანია “kere group”-ის ინიციატივით ტარდება და პერმანენტული ხასიათის მატარებელია. შესარჩევი კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით იანვრის ბოლოს დაიწყო.  კონკურსის მთავარი მიზანია ახალი სახეების აღმოჩენა და  წარმატება მსოფლიოს სამოდელო ბაზარზე. იგი ორ ეტაპად ტარდება. პირველ ეტაპზე გამარჯვებული 20 გოგონა და 15 ბიჭი  30 მარტს ჩატარებულ მთავარ კონკურსში მიიღებენ მონაწილეობას. გამარჯვებული იქნება ერთი გოგონა და ერთი ბიჭი,რომელთაც 7კაციანი ჟიური გამოავლენს. ჟიურის შემადგენლობაში იქნებიან „AMG“-ს ერთ-ერთი მოდელი და „XXL“-ის ფოტოგრაფი. „kere group”-ი თანამშრომლობს ოთხი ქვეყნის სააგენტოსთან,ესენია: კანადა,უკრაინა, ჩინეთი, იტალია. გამარჯვებულები გააფორმებენ  3 თვიან  კონტრაქტს ცნობილ სააგენტოებთან და გაემგაზვრებიან აღნიშნულ ქვეყნებში სამუშაოდ. ერთ-ერთი მოდელი ქართული შტრიხკოდით გიორგი ჯავახიშვილია. 



18 წლის გიორგი ეუფლება ბიზნეს მენეჯერის პროფესიას.ამავე დროს მუშაობს,აქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება სამოდელო ბაზარზე. მიუხედავად ამისა ამბობს, რომ მოდელობა მისთვის მხოლოდ ჰობია.
-გიორგი, შენ,როგორც მოდელი უკვე შემდგარი ხარ,რატომ გადაწყვიტე ამ კონკურსში მონაწილეობა?
-მიუხედავად ყველაფრისა,მე როგორც მოდელი კიდევ გასაზრდელი ვარ.შესაბამისად, ამ კონკურსმა ჩემს ძველ გამოცდილებას ბევრი რამ შემატა.
-რომელიმე კონკურსანტს თუ აღიქვამ შენს მთავარ კონკურენტად?
-მიუხედავად იმისა რომ ჩვენ ერთმანეთთან მეგობრული ურთიერთობა გვაქვს,მაინც კონკურსია და მეგობრობა უკანა პლანზე იწევს. ჯერ-ჯერობით ჩემს მთავარ კონკურენტად ვერავის აღვიქვამ.
-გამარჯვების შემთხვავაში რას აპირებ?
-გამარჯვებულთან 3თვიან კონტრაქტს მსოფლიოს წამყვანი სააგენტოები აფორმებენ. შესაბამისად,გამარჯვების შემთხვევაში მომიწევს ქვეყნის დატოვება. შესაძლოა ჩემი ჰობი პროფესიადაც გადაიქცეს, თუმცა არავინ იცის რა მოხდება იქ და შესაბამისად წინასწარ დასკვნებსაც ვერ გავაკეთებ.
-მინდა წარმატებები გისურვო და შემდეგში გამარჯვებულის ამპლუაში შევხვდეთ ერთმანეთს.
-დიდი მადლობა.

♥ გაუზიარე სხვას >

  • Facebook
  • Email
  • Print
  • Twitter
  • www.lastfm.ru
  • Digg
  • StumbleUpon
  • Reddit

Like this:

Like
Be the first to like this post.

ბავშობადაკარგული მე…

Posted by Marishka on February 10, 2012
Posted in: საკითხავი. 9 comments

დროს არადროს ველოდებოდი. ყოველთვის ვცდილობდი მოვლენები დამეჩქარებინა,დროისთვის გამესწრო. უსაქმურობაში გატარებული თითოეული წუთი დაკარგულად მიმაჩნდა და თითოეული წუთის მაქსიმალურ გამოყნებას ვცდილობდი. ალბათ არც ის გაგაკვირვებთ,რომ ღამის 4-5საათზე ვიძინებ და დილით 8საათზე ვიღვიძებ. დილით სკოლა,მერე სამსახური,მერე მოსამზადებელი და მერე ისევ სამსახური…   ოცნებები ყველა ბავშვს აქვს, თუმცა ჩემი ოცნებები ყველასაგან განსხვავებული იყო. მე არადროს მიოცნებია ვყოფილიყავი პრინცესა. არადროს მიოცნებია ექიმობაზე. არადროს მითამაშია “სახლობანა” და არადროს შემიკერავს თოჯინისათვის ტანსაცმელი…

მე ვოცნებობდი მემუშავა დიდ რედაქციაში,სადაც ჩემს სტატიას მრავალრიცხოვანი მკითხველი წაიკითხავდა. დრო გავიდა. მე ეს ოცნება 14წლის ასაკში ავიხდინე  და გავხდი დიდი რედაციის პატარა თანამშრომელი…

მე ვოცნებობდი მემუშავა ყველაზე სმენად რადიო-ში,სადაც ჩემ ხმას ათასობით ადამიანი გაიგებდა. დრო გავიდა. მე ოცნება 15წლის ასაკში ავიხდინე და გავხდი დიდი რადიოს პატარა თანამშრომელი…

მე ვოცნებობდი მემუშავა ყველაზე რეიტინგულ ტელეკომპანიაში,სადაც ჩემსმიერ გაკეთებული რეპორტაჟებსა და გადაცემებს, მაყურებელი სიმოვნებით უყურებდა. დრო გავიდა. მე ოცნება  17წლის ასაკში ავიხდინე და გავხდი დიდი ტელეკომპანიის პატარა თანამშრომელი…

-გული რაზე მწყდება? – მე ეს ოცნებები 17წლის ასაკში ავისრულე…

-რას ვინატრებდი? -ბავშობას…

-რატომ? -მე არასდროს ვყოფილვარ ბავშვი…

♥ გაუზიარე სხვას >

  • Facebook
  • Email
  • Print
  • Twitter
  • www.lastfm.ru
  • Digg
  • StumbleUpon
  • Reddit

Like this:

Like
One blogger likes this post.
  • M.K.

მცირე და უაზრო “წერილი” ავტორისაგან

Posted by Marishka on December 31, 2011
Posted in: საკითხავი. 4 comments

ალბათ ბევრს გაგიცრუეთ იმედები. დიახ,პირველი წელია,როდესაც ბლოგი საახალწლოდ არ მომირთავს.სახლში ნაძვის ხე  არ დამიდგავს.განსაკუთრებული სიხარული არ მიგრძვნია და ამ ღამითაც ჩვეულებრივ 3-4საათზე დავიძინებ,სევ ვიმეცადინებ,ცოტას ვილაპარაკებ და უბრალოდ დავიძინებ. მიუხედავად იმისა რომ ყოველი წელი ჩემთვის უფრო  და უფრო წარმატებული ხდება,განსაკუთრებულ სიხარულს ვერ ვგრძნობ. მიზეზი ალბათ ის ადამიანია,რომელიც რამოდენიმე თვის უკან დავკარგე. ამაზე ოდნავ მოგვიანებით დავწერ.რა თქმა უნდა დიდი მოლოდინი მაქვს შემდეგი წლის. ველი მეტ წარმატებას და წინსვლას. მოკლედ,თავს აღარ მოგაბეზრებთ. ბოდიშს გიხდით იმისათვის რომ ხშირად ვეღარ ვწერ. ვეღარ ვწერ იმიტომ რომ არ მაქვს თავისუფალი დრო,ძთუმცა ძალიან მალე გამოსწორდება ეს ყველაფერი. ბოდიშს გიხდით უემოციურობისათვის. მე განცდებს  უკვე ჩემში ვკლავ. მე თქვენით ვცოცხლობ,თქვენით ვარსებობ…  გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს <3 უსაზღვრო ბედნიერებას გისურვებთ და ყოველთვის გასხოვდეთ,მარიშკას ძალია,ძალიან უყვარს მისი მკითხველი <3

 

♥ გაუზიარე სხვას >

  • Facebook
  • Email
  • Print
  • Twitter
  • www.lastfm.ru
  • Digg
  • StumbleUpon
  • Reddit

Like this:

Like
Be the first to like this post.

ART-საღამო

Posted by Marishka on December 10, 2011
Posted in: საკითხავი. 2 comments

მე  მივდივარ!  შენ? 

♥ გაუზიარე სხვას >

  • Facebook
  • Email
  • Print
  • Twitter
  • www.lastfm.ru
  • Digg
  • StumbleUpon
  • Reddit

Like this:

Like
Be the first to like this post.

საუბარი ამბიციაზე

Posted by Marishka on November 12, 2011
Posted in: საკითხავი. 2 comments

ამბიცია-ამ სიტყვას, ყველა თითქმის ერთნაირად იგებს.  ამბიცია ყველას „ცუდი“ სიყვა გონია. ამბიციურობა კი ყველაზე ცუდი  თვისება.  პრობლემა იმაშია,რომ  ჩვენ, ქართველებმა,იმ სიტყვების სრული/სწორი მნიშვნელობა არ ვიცით,რასაც თითქმის ყოველდღიურად ვხმარობთ.

-ეს ადამიანი ამბიციურია,-ასე ვამბობთ ხოლმე ადამიანზე,რომელიც საკუთარ აზრს  თამამად აფიქსირებს და  მერე გვიხარია,ცუდი რაღაც ვთქვით მასზეო.  თვითონ ეს ადამიანიც ცუდად რეაგირებს „როგორც მიწოდეს ამბიციური“-ო. ეს ყველაფერი  იმას მაგონებს: „-სიმპათიურად გამოიყურები! -ვინ არის შენი სიმპათიურიო.“ არა,სასაცილო მართლაც არაფერია ამაში. პირიქტით,ალბათ უნდა ვიჯდეთ და ვტიროდეთ. თუმცა ტირილთ ვერასდროს ვერაფერს ვუშველით საკუთარ თავს. ამიტომ დროა,ცრემლები შევიშროთ და  იმ სიტყვების მნიშვნელობა უკეთ ვიცოდეთ,რომელსაც ვხმარობთ და ილუზიებში აღარ ვიცხოვროთ.

თუ ჩვენ უცხო სიტყვათა ლექსიკონს თვალს გადავავლებთ და უბრალოდ მოვძებნით სიტყვა „ამბიციას“,გადავაწყდებით შემდეგ განმარტებას-„გადაჭარბებული თავმოყვარეობა/ პატივმოყვარეობა.“

თუ სამოქალაქო განათლების ლექსიკონს გადავხედავთ,სიტყვა „ამბიციის“ უფრო  ვრცელ განმარტებას ამოვიკითხავთ: „გამძაფრებული თავმოყვარეობა, ქედმაღლობა, კუდაბზიკობა, ამპარტავნობა, ყოყოჩობა.“

თუ  საერთაშორისო უცხო სიტყვათა ლექსიკონში მოვძებნით სიტყვა „ამბიცია“,  უფრო ლოგიკურ პასუხამდე მივალთ: „ამბიცია,ეს არის უნარი,იყო იმაზე უკეთესი,ვიდრე ხარ დღეს. მიაღწიო შენი შესაძლებლობების მაქსიმუმს. გამოიყენო საკუთარი რეასურსები ბოლომდე და თვიდანვე გააცნობიერო,რისი უნარი გაქვს.“

ამბიცია-ეს არის  უნარი,რომლითაც აფასებ საკუთარ შესაძლებლობებს. სურვილი იმისა,რომ მიაღწიო მეტს,ვიდრე ახლა ხარ. სურვილი იმისა,რომ გამოიყენო შენში არსებული რესურსები ბოლომდე,ცუდი არ არის-პირიქით. წარმატების ფორმულა არის: ხედვა, ამბიცია- ამბიცია ვიყოთ უეთესები.

ამბიციურობა-ეს არის  ძლიერი სურვილი რაიმეს მიღწევისა, რასაც თან სდევს მიზანმიმართულობა და თავდადება.

შესაბამისად,მე ვიცი რა არის ამბიცია და არადროს არ მწყინს,როდესაც ამბობენ: „ეს გოგო  ამბიციურია“-ო. დიახ,მე ამბიციური ვარ,რადგან ვიცი ამ სიტყვის სწორი მნიშვნელობა. მიწოდე  ამბიციური! გთხოვ,მიწოდე ამბიციური!

♥ გაუზიარე სხვას >

  • Facebook
  • Email
  • Print
  • Twitter
  • www.lastfm.ru
  • Digg
  • StumbleUpon
  • Reddit

Like this:

Like
Be the first to like this post.

I’m New Yorker!

Posted by Marishka on October 19, 2011
Posted in: საკითხავი. Leave a Comment

   გადავწყვიტე “ადელფის” უნივერსიტეტში,ნიუ იორკის ფილიალში,ბიზნეს მედია-მედია მენეჯმენტის განხრით ჩავაბარო.

   მგონია,”ადელფის” უნივერსიტეტის ეზოში,ნიუ იორკელ მეგობრებთან ერთად ვსეირნობ ^_^ ჩემი სახე გაცისკროვნებულია და მე ისევ ვსეირნობ ნიუ იორკელ მეგობრებთან ერთად.  ‎”ადელფის” უნივერსიტეტს 6წლის შემდეგ ვამთავრებ. მე პროფესიულად ჩამოყალიბებული ვარ და სმუშაოდ “კოსმო პოლიტენში” მივდივარ. იქ სიხარულით მიღებენ და მე ბედნიერება მიორმაგდება…”კოსმო პოლიტენიდან” რადიო1-ში მუსიკალური წამყვანი ვხდები და მალევე BBC-ს ცნობილი შოუს წამყვანად გადავდივარ. BBC-ი და პოპულარობა კიდევ უფრო მბეზრდება და ვცდილობ ფანებს დავემალო.

-Where are you from?

-I’m New Yorker!

-oooh,no!  Marishka! Marishka,New Yorker?!

-Yes!

ჩემ ვარსკვლავს ყველგან ხსნიან და მე 70-75 წლის ასაკში ვიღუპები.  ჩემი გარდაცვალების გამო ელიტა მწუხარებას გამოთქვამს. ყველა საინფორმაციოში ჩემი სახელი ისმის. 

ჩემ სხეულს კრემაციას უკეთებდენ და მე ამ ყველაფერს,ნიუ იუორკის ციდან ვადევნებ თვალ-ყურს. ბედნიერი ვარ. გარდაცვალებამდე დატოვილ ანდერძს მიგებენ და ჩემ ფერფს,ვერტმფრენიდან ყრიან. ჩემი სხეული ფრიალებს,თრთის,მერე ნიუ იორკის მიწაზე ეცემა და ჩემი სულიც ზემოთ მიდის. 

მე მარადიულ ცხოვრებას ვიწყებ,ნიუ იორკის ცაში… 

♥ გაუზიარე სხვას >

  • Facebook
  • Email
  • Print
  • Twitter
  • www.lastfm.ru
  • Digg
  • StumbleUpon
  • Reddit

Like this:

Like
Be the first to like this post.

“დღის შოუ” ერთი წლისაა ))))))

Posted by Marishka on July 26, 2011
Posted in: საკითხავი. Leave a Comment

მას ზუსტად ერთი წლის წინ შთაბერა სული, ტელეკომპანია „იმედმა“. ეთერში 26ივლისს,ორშაბათ დღეს გავიდა და საზოგადოების დიდი ნაწილის სიყვარული დაიმსახურა. სიყვარული,რომელიც ყოველკვირა,ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით უფრო მძაფრდებოდა. სამასზე მეტი პირდაპირ ეთერში გასული გადაცემა და  პოზიტიურად გატარებული მძიმე სამუშაო კვირა.  ერთი შეცვლილი და ორი შეუცვლელი თანაწამყვანი, თავისი არსებობსის ისტორიის მანძილზე.სამი ერთმანეთისაგან განსხვავებული შეხედულებების,ფასეულებების და ასაკის მქონე ქალი: ნანიკო,სალომე და დოდოშკა,საზოგადოებისათვის  ატუალურ თემებზე საუბრობენ,მსჯლელობენ და კამათობენ. თქვენთვის და  თქვენთან ერთად “დღის შოუ” ტელეკომპანია “იმედის” პირდაპირ ეთერში,ყოველ სამუშაო დღეს 12:30-დან. გადაცემა რომელიც არ უნდა გამოტოვო!

პ.ს რა ლამაზი დღეა,რა ნათელი მზეა,იმიტომ რომ დღეს  “დღის შოუს” დაბადების დღეა!

ვულოცავ მთელ შემოქმედებით ჯგუფს და ამავდროულად ჩემ თავსაც,რადგან მეც თქვენი პატარა ნაწილი ვარ!  :) :) :) :)   წარმატებულ ეთერს ვუსურვებ “დღის შოუა” <3  მიყვარხართ! <3 

♥ გაუზიარე სხვას >

  • Facebook
  • Email
  • Print
  • Twitter
  • www.lastfm.ru
  • Digg
  • StumbleUpon
  • Reddit

Like this:

Like
Be the first to like this post.

ინტონაციური პოეზია

Posted by Marishka on July 2, 2011
Posted in: საკითხავი. 2 comments

1.კრეხა თოხნის მიწას
ამოუყვა ქვიშა
თუ ლობიო ვერ დათესა
ვინ უშველის? მიშაა?

2.თუNFS-ს ვთამაშობ
ვერ მოვიგე რბოლა,
მაშინ კობა უშველის
ჩემ ნერვების მოშლაას?!

3.თუ იჯექი ზღვის პირას
და ძალიან დაგცხა
თუ პეპსი ვერ გაგრილებს
რა გიშველის? ქოლგა?

4.წეღან დედამ მითხრა
დალიეო რძეო
მაგრამ მე არ მინდოდა

და რა ვჭამო? მთხლეე?

5.კობას უყვარს ტაოტი
დიდი ნასოსით ჭამა
მეტი ვერ მოვიფიქრე
მაგრამ მაინც რა ვარ?!

ინტონაციური პოეზია. ავტორი: ვანო ღანიაშვილი

♥ გაუზიარე სხვას >

  • Facebook
  • Email
  • Print
  • Twitter
  • www.lastfm.ru
  • Digg
  • StumbleUpon
  • Reddit

Like this:

Like
Be the first to like this post.

Posts navigation

← Older Entries
  •  

    June 2012
    M T W T F S S
    « Mar    
     123
    45678910
    11121314151617
    18192021222324
    252627282930  
  • დამიძმაკაცდი

    Mariam MariShka Khuluzauri

  • მარიშკას ბლოგი

  •  

    June 2012
    M T W T F S S
    « Mar    
     123
    45678910
    11121314151617
    18192021222324
    252627282930  
  • სიყვარული ყველას უნდა

  • ბოლო პოსტები

    • „არა“-მატყუარებს!
    • ღია წერილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობას
    • მოდელი ქართული შტრიხკოდით
    • ბავშობადაკარგული მე…
    • მცირე და უაზრო “წერილი” ავტორისაგან
    • ART-საღამო
    • საუბარი ამბიციაზე
    • I’m New Yorker!
    • “დღის შოუ” ერთი წლისაა ))))))
    • ინტონაციური პოეზია
    • “უნივერსალური პოზის შემქმნელი კაცი”
    • უკვე დიდი გოგო ვააარ?!
    • ვაკანსია
    • გასკდა თავი!
    • კაცია და გუნება…
    • “ორომანები”
    • ცოტა რამ “პროგრესელებზე”
    • იგრძენი პროგრესი რადიო “პროგრესთან” ერთად – FM 97.5-ზე
    • My Life Without Me!
    • დატკბი ცხოვრებით!
    • მე დრო მჭირდება!
    • დროებით!
    • ნიღბების “ცვენა”
    • პირველად სცენაზე…
    • შენ ჩემში ცხოვრობ
    • შესაკრებთა გადაადგილებით ჯამი არ იცვლება! “მე ანუ ილე” “ილე ანუ მე”
    • ერთი ჩვეულებრივი დღე ანუ ჩემი “გაადამიანება2″
    • ნუ წაიკითხავ!
    • მე ვიხსნი “ნიღაბს”!
    • On Air
  • გიყვარდეს და გეშინოდეს!

  • Archives

    • March 2012
    • February 2012
    • December 2011
    • November 2011
    • October 2011
    • July 2011
    • June 2011
    • May 2011
    • April 2011
    • March 2011
    • February 2011
    • January 2011
    • December 2010
  • ბოლო კომენტარები

    Iko on „არა“-მატყუარებს!
    salome on იგრძენი პროგრესი რადიო “…
    Stichoza on იგრძენი პროგრესი რადიო “…
    Marishka on ბავშობადაკარგული მე…
    tiki on ბავშობადაკარგული მე…
  • განწყობისათვის

  • ასე კლავენ ბიჭებს

Blog at WordPress.com. Theme: Parament by Automattic.
Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Powered by WordPress.com
loading Cancel
Post was not sent - check your email addresses!
Email check failed, please try again
Sorry, your blog cannot share posts by email.